თავში

2021 წლის სამ თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 1 875 ქალი გახდა- ლეიბორისტული პარტია

2021 წლის სამ თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 1 87
2021 წლის სამ თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 1 875 ქალი გახდა- ლეიბორისტული პარტია

"ბოლო დროს ქვეყანაში გახშირებული ქალზე ძალადობის ფაქტები სავალალო ნიშნულს აღწევს, მხოლოდ 2021 წლის სამ თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 1 875 ქალი გახდა",- ამის შესახებ განცხადებას "ლეიბორისტული პარტია" ავრცელებს.

ლეიბორისტული პარტია მოითხოვს დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ყველა საჭირო ზომა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

"უპირველეს ყოვლისა საჭიროა მოძალადის მიმართ ყველა შემაკავებელი ორდერის გამოცემისას გამოყენებული იქნას ელექტრონული სამაჯური.უნდა მრავალფეროვანი გახდეს არსებული თავშესაფრების სერვისები, კერძოდ: თავშესაფრით სარგებლობა უნდა შეეძლოს ყველა ქალს მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მას უკვე მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი. უნდა გაუქმდეს თავშესაფრით სარგებლობის წინასწარ განსაზღვრული მაქსიმალური დრო და მისით სარგებლობა მსხვერპლ ქალებს უნდა შეეძლოთ იქამდე, ვიდრე მას არ ექნება დამოუკიდებლად უსაფრთხო საცხოვრებელი სივრცით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.  სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა რეაბილიტაცია და დაეხმაროს დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, განათლების მიღებასა და დასაქმებაში ხელშეწყობით",- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system