თავში

"2022 უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელი" - ნიკა მელია

"2022 უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელი" - ნიკა მელია
2022 უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელი - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან მთელს საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა.

"საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და ძალიან მიხარია, რომ სწორედ სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელს საქართველოს.

მიმაჩნია რომ 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ.

რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, მინდა ვუსურვო მთელს ქვეყანას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ბედნიერება, წარმატება, სიყვარული და უნარი თანაცხოვრებისა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system