თავში

26 ივლისს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

26 ივლისს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
26 ივლისს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 26 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის (ნაწილობრივ) და ერისთავის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ნეკრასოვის, პლატონის, ტოლსტოის, მოსე გოგიბერიძის, ნოე ჟორდანიას და სანაპირო ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, III კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I კვარტლის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვლადიმერ ლობჟანიძის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის (ნაწილობრივ), ტაბახმელას (ნაწილობრივ) და თელეთი (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14 ქუჩების, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ვარკეთილი მასივის ზედა პლატოს, ჯავახეთის, აბულაძის, ხიმლელის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდ დასახლების 7, 8, 10, 11, ქუჩების, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, რომანოზ ხომლელის, ჯავახეთის, კალოუბნის და ზურაბ აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქართველიშვილის და ოთარ ჭილაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღომი III, IV მიკრორაიონების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, საირმის გორის, კარტოზიას, საბურთალოს, ანტონოვსკაიას, ცინცაძის, შევარდენიძის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე არჩილის, მეფე მირიანის და გიორგი გეხტმანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system