თავში

27 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

27 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
27 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 27 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით +1, ხოლო დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი. 

ბათუმში ღამით +5, დღისით +14 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. 

ზუგდიდში ღამით 0, დღისით +13 გრადუსი იქნება. ნალექს არც აქ ელოდებიან. 

ოზურგეთში ღამით +2, დღისით +12 გრადუსს ვარაუდობენ. დღე უნალექოდ ჩაივლის. 

ქუთაისში ტემპერატურა ღამით +2 დაფიქსირდება, დღისით კი ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება. 

სოხუმშიც უნალექო ამინდია ნავარაუდევი. აქ ღამით +2, ხოლო დღისით +13 გრადუსი იქნება. 

თელავში ცვალებადი მოღრუბლულობა დაფიქსირდება. ღამით ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი +8 გრადუსამდე დათბება. 

ლაგოდეხშიც უნალექო დღე იქნება. ღამით +1 ხოლო დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება. 

ახალციხეში ღამით -12 გრადუს ყინვას ელოდებიან, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი. 

გუდაურში ტემპერატურა ღამით -11, ხოლო დღისით -3 გრადუსი იქნება. 

ბაკურიანში ღამით -13 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება. 

რუსთავში ტემპერატურა ღამით +1 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით +8 გრადუსი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system