თავში

27 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
27 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა. ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 

355 წელს, იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. ხალხის დიდი ინტერესის გამო, პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს დღესასწაული მიულოცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system