თავში

"3 ურთულესი კვირა გავიარეთ"- როგორია პატარა ალექსის მდგომარეობა

"3 ურთულესი კვირა გავიარეთ"- როგორია პატარა ალექსის მდგომარეობა
3 ურთულესი კვირა გავიარეთ- როგორია პატარა ალექსის მდგომარეობა

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილი, ალექსი პატურაშვილის, რომელიც სიმსივნის უიშვიათეს ფორმას ებრძვის კლინიკიდან გაწერეს. პატარამ 3 კვირიანი ურთულესი მკურნალობის კურსი დაასრულა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსის დედა, ნათია ღვედაშვილი-კორნევა წერს.  ახლა ოჯახი ტომოგრაფიის პასუხს ელოდება.

"დღეს ალექსი 1,5 თვის გახდა, სახლში გაგვწერეს რამდენიმე დღით. მე-5 სხივური თერაპია ჩაუტარდა საერთო ანესთეზიით. 3 ურთულესი კვირა ვიწექით კლინიკაში გაუსვლელად, რადგან მოხდა რეციდივი და სიმსივნემ ახლიდან დაიწყო ზრდა ღვიძლში. 3 კვირა ყოველი დღე ჰქონდა მაღალი სიცხეები და ტკივილები, განუწყვეტლივ ედგა ანტიბიოტიკები, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებლები, ასე რთულად ალექსი ჯერ არ ყოფილა.. ამ დაავადების მკურნალობის პროტოკოლი ჯერ არ არსებობს და არც ექიმებმა იციან რა იქნება, გვიწევს სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება და ვცხოვრობთ მხოლოდ დღევანდელი დღის გეგმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ორგანიზმის გამძლეობაზე და რესურსებზე. სასწრაფო დახმარებისა და განგაშის ფონზე, სადაც ყოველი გასული საათი ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა მივიღეთ საექსპერიმენტო გადაწყვეტილება გაგვეკეთებინა სხივური თერაპია ახალი აპარატით რომელიც ბავშვებზე გამოცდილი არ იყო, რომელმაც კარგი შედეგი გამოიღო და სიმსივნის რაღაც ნაწილი შეამცირა უკუჩვენებების გარეშე. ასევე ჩაუტარდა ქიმიოთერაპია განსხვავებული წამლებით. ახლა ალექსი უკეთესად არის, ანალიზებიც კარგი აქვს შედარებით, სულ აღარ წევს და ენერგიაც მოემატა, 3 ყველაზე ჯოჯოხეთური და ქაოსური კვირა გავიდა და გამოვედით გარეთ, სახლში, არც გვჯერა. ახლა მთავარია შანსი ხელიდან არ გავუშვათ და თუ სიმსივნე ისევ დაპატარავდა რაც გამოჩნდება ტომოგრაფიაზე 10 ივნისს, სასწრაფოდ გაუკეთონ ოპერაცია ან გადანერგვა იმიტომ რომ “ბრძოლას წესების გარეშეც” აქვს რაღას წესები რაც უნდა დავიცვათ რომ გადავრჩეთ. მადლობა მეგობრებო, გვიყვარხართ,"-წერს ნათია ღვედაშვილი-კორნევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system