თავში

3 -ზე მეტ მგზავრზე შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება

3 -ზე მეტ მგზავრზე შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება
3 -ზე მეტ მგზავრზე შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება

ჩვენ დღეს შეგვიძლია საგანგებო რეჟიმის გაუქმებისკენ გადავდგათ ნაბიჯი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და პანდემია დამარცხებულია,-ამის შესახებ განცხადება პრემიერ- მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

გიორგი გახარიას თქმით პანდემია დასრულებული არ არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში მაგრამ ახლა ქვეყნები იბრძვიან ეკონომიკის გადარჩენისთვის. 

გიორგი გახარიას განცხადებით საგანგებო რეჟიმის მოხსნის შემდეგ გარკვეული შეზღუდვები დარჩება. რაც შეეხება მგზავრთა გადაადგილებაზე შეზღუდვას, სამ პირზე მეტის გადაყვანა მხოლოდ ტაქსებს ეკრძალებათ.  

"ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურადნიშნავს იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებები.ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, კარგად ცნობილი შეზღუდვა, 1 ავტომობილში 3 ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს,"-განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system