თავში

43 წელია პატრიარქი ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას - კალაძე

43 წელია პატრიარქი ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას - კალაძე
43 წელია პატრიარქი ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას - კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრების 43 წელს ულოცავს.

,,დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. 43 წელია ჩვენი პატრიარქი დიდი მოთმინებითა და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.

უწმინდესსა და უნეტარესს გაწეული ღვაწლისთვის მადლობას ვუხდი, ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ერის სულიერი და ეროვნული გაძლიერების საქმეში",- წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system