თავში

55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 55-ე საჯარო სკოლის ორი კლასი სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადადის. ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ Facebook გვერდზე დაწერა. მათი ცნობით, პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ჩვენი სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი. მშობლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვირუსი მიმდინარეობს უსიმპტომოდ. მოსწავლე იმყოფება სახლში, თვითიზოლაციაში. თავს გრძნობს კარგად. დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება: 1(ა) კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე - 28 ოქტომბრის ჩათვლით. დისტანციურ მომსახურებაზე გადავა რესურს ოთახიც. დისტანციურ სწავლებაზე ასევე გადავა 5(ა) კლასი, რომელიც პირველ ცვლაში სარგებლობდა აღნიშნული ოთახით.

ყველა რეკომენდაციით დანარჩენი კლასები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას.

გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილიც, მათი შვილების დისტანციურ სწავლაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ცვლილებების შემთხვევაში ინფორმაციას მოგაწვდით მყისიერად და განვათავსებთ სკოლის გვერდზე.

ვუსურვოთ ჩვენს მოსწავლეს გამოჯანმრთელება. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას", - წერია 55-ე სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system