თავში

57 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ინფიცირებულები - VIDEO

57 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ინფიცირებულები
57 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ინფიცირებულები - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუმარტა, ახალი შემთხვევებიდან 18 ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, რვის წყარო კი ამ ეტაპზე უცნობია. 

„დღევანდელი მონაცემებით, 57 ახალი შემთხვევა გვაქვს. 57-დან ხუთის წყარო არის საკონდიტრო „დონა“, 14 პაციენტის წყარო ქალაქი ბათუმია, 18 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 პაციენტის ინფიცირება აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, 3 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 5 სამედიცინო პერსონალია, 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 57-დან 25 პაციენტის წყარო აჭარაა, პირდაპირი, თუ არაპირდაპირი კონტაქტებით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system