თავში

6-8 სექტემბერს საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალი ჩაიკეტება

6-8 სექტემბერს საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალი ჩაიკეტება
6-8 სექტემბერს საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალი ჩაიკეტება

6, 7 და 8 სექტემბერს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დღის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება. ამის მიზეზი „ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მიზნით, საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც სენაკიდან-თბილისის(ვაზიანი) მიმართულებით მოძრაობა 6 და 8 სექტემბერს, 04:00 სთდან 12 სთ-ის განმავლობაში განხორციელდება დაბალი სიჩქარით, ხოლო 7 სექტემბერს 04:00 სთ-დან დაახლოებით 5 სთ-ის განმავლობაში. 

კანონის შესაბამისად, კოლონაში სხვა ავტოტრანსპორტის შესვლა აკრძალულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system