თავში

6 წლის ბავშვის წამების საქმე - დედა და მამინაცვალი ბრალს არ აღიარებენ

6 წლის ბავშვის წამების საქმე - დედა და მამინაცვალი ბრალს არ აღიარებენ
6 წლის ბავშვის წამების საქმე - დედა და მამინაცვალი ბრალს არ აღიარებენ

6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედასა და მამინაცვალს სასამართლო მსჯელობს.

სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ამის მიზეზი ის იყო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება და სხდომაზე გარკვეული სახით მისი პერსონალური მონაცემების გაჟღერება ხდება. 

დაკავებული მამინაცვლის ადვოკატი აცხადებს, რომ წამების საქმის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. 

"ბავშვს ჩვენება მიცემული აქვს ჩამოყალიბებულად სამართლებრივად. მას დააწერინეს ჩვენება და მოაწერინეს ხელი, რომელსაც საქმის განხილვის დროს ის ვერ დაადასტურებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. “, – განაცხადა მუხრან ღურცკაიამ.

ექვსი წლის ბავშვის მშობლებს - დედას და მამინაცვალს გამოძიება მოზარდის წამებას ედავება. გამოძიების ინფორმაცით წამების ფაქტები 2019 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში არაერთხელ მოხდა. 

ბავშვი ამჟამად მინდობით აღზრდაში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system