თავში

გუდაურის საკარანტინე ზონა 70-მდე ადამიანმა დატოვა

გუდაურის საკარანტინე ზონა 70-მდე ადამიანმა დატოვა
გუდაურის საკარანტინე ზონა 70-მდე ადამიანმა დატოვა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა გუდაურში მოწყობილ საკარანტინე სივრცეებს მოქალაქეები ყოველდღიურ რეჟიმში ტოვებენ. ამჯერად, გუდაურის საკარანტინე ზონა 70-მდე ადამიანმა დატოვა.

მათი ტრანსპორტირება ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო. ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ დაბა გუდაურში, საკარანტინე ზონა 6 სასტუმროშია მოწყობილი. კარანტინში გადაჰყავთ როგორც ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოსული მოქალაქეები, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა. 

სასტუმროებში დაბინავებულთა ცხოვრებისა და კვების ხარჯები სრულად იფარება სახელმწიფოს მიერ. ამ დრომდე, დაბა გუდაურში დაკონტრაქტებულ სასტუმროებში საკარანტინე პერიოდი 700-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ გაიარა.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4948 ადამიანია. 

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 615-მდე გაიზარდა. 

ამასთან, 275-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system