თავში

თბილისში ველომსვლელობა გაიმართება

თბილისში ველომსვლელობა გაიმართება
თბილისში ველომსვლელობა გაიმართება

თბილისი ევროპის სხვა დედაქალაქების მსგავსად, „მობილობის ევროპულ კვირეულს“ აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში ველომსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კვირეულის მთავარი მოწოდება ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება, ხოლო ველომსვლელობის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

„2002 წლიდან, ევროპის ბევრი ქალაქი სექტემბერში „მობილობის ევროპულ კვირეულს“ აღნიშნავს. ჩვენც გვინდა, შევუერთდეთ ამ კვირეულს და კვირის ბოლოს, ქალაქში ველოსიპედებით გასეირნებას მოვაწყობთ. ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ამ ღონისძიებაში, შეგიძლიათ, მობრძანდეთ. ზუსტ დროს და ადგილს ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. ჩვენ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხით სიარული, ველოსიპედით გადაადგილება, ეკომეგობრული ტრანსპორტი. დღეს 650 000-მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდება ქალაქში და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც არსებული რელიეფიდან გამომდინარე, პრობლემას წარმოადგენს. კერძო ავტომობილების ზრდა განპირობებული იყო იმით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენი მიდგომაა, არსებული მდგომარეობა რადიკალურად შევცვალოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system