თავში

118 ანალიზის პასუხი მიიღეს - ეპიდსიტუაცია კახეთში

118 ანალიზის პასუხი მიიღეს - ეპიდსიტუაცია კახეთში
118 ანალიზის პასუხი მიიღეს - ეპიდსიტუაცია კახეთში

კახეთის რეგიონში ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე 118 ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია, – ამის შესახებ report.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 5176 ნიმუში, აქედან 1735 მედპერსონალია, 1850 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 243, ტრაილერის მძღოლი 33.

ამ დროისათვის, რეგიონში თვითიზოლაციაში არავინ იმყოფება. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 3 ლოკაციაზე იმყოფება 71 მოქალაქე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 893 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 739. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system