თავში

აჭარაში COVID-19-ზე 191 კვლევის პასუხი ცნობილია

აჭარაში COVID-19-ზე 191 კვლევის პასუხი ცნობილია
აჭარაში COVID-19-ზე 191 კვლევის პასუხი ცნობილია

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 191 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 28 პირი, კვლევის პასუხები კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ უწყება დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს:

- ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 12 051 პირს.

- 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

- რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა (იმპორტირებული) დადასტურდა 14 მარტს. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს.

- აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

- კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი.

- დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 871 პირი. კარანტინი დატოვა 7043 პირმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 746 ადამიანია, აქედან 576 გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system