თავში

აბაშაში, სტუმრებთან დაპირსპირებისას მასპინძელი გარდაიცვალა

აბაშაში, სტუმრებთან დაპირსპირებისას მასპინძელი გარდაიცვალა
აბაშაში, სტუმრებთან დაპირსპირებისას მასპინძელი გარდაიცვალა

აბაშის მუნიციპალიტეტში, 60 წლამდე კაცი მის შვილსა და სტუმრებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს გარდაიცვალა. 

შალვა ტორონჯაძის ოჯახში ორი ადამიანი სტუმრად კომენდანტის საათის დროს იმყოფებოდა. მასპინძლის შვილსა და სტუმრებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რა დროსაც 60 წლამდე ასაკის კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. 

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი  მივიდა, მაგრამ შალვა ტორონჯაძის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ასევე უცნობია, აქვს თუ არა ჩხუბის დროს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები შალვა ტორონჯაძეს. report.ge-ს ინფორმაციით, მას ექსპერტიზა უტარდება. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით სამი პირი (მასპინძლის შვილი და 2 სტუმარი) უკვე დაკავებულია. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system