თავში

აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

​აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები სრულდება. მიმდინარე პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ დაათვალიერეს.

მათი თქმით, აბასთუმანში წყალმომარაგების არსებული ინფრასტრუქტურა მოძველებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა, სეზონურად ფიქსირდებოდა წყლის მღვრევის ფაქტები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობები, მაგისტრალური მილსადენები და წყლის გამწმენდი ნაგებობა. ასევე, აშენდა რეზერვუარები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარებს.

პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system