თავში

აჭარაში ერთი ოჯახის 5 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში ერთი ოჯახის 5 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარაში ერთი ოჯახის 5 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროs ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 5 აჭარაში დაფიქსირდა.

ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

მათივე განმარტებით, კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახს დაუდასტურდა.

ინფიცირებულია ავტომობილის მძღოლის დედა, ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ცოლის და.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირება კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა. შემთხვევათა საერთო რაოდენობა 981 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე განთავსდა.

გაიზარდა გამოჯანრთელებულთა რაოდნეობაც. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი კიდევ 5 ინფიცირებულს აღარ დაუდასტურდა. შედეგად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 851 გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system