თავში

აჭარაში გვყავს ინფიცირებულები, რომლებიც კლინიკაში გადაყვანას ელოდებიან - მინისტრი

აჭარაში გვყავს ინფიცირებულები, რომლებიც კლინიკაში გადაყვანას ელოდებიან - მინისტრი
აჭარაში გვყავს ინფიცირებულები, რომლებიც კლინიკაში გადაყვანას ელოდებიან - მინისტრი

აჭარაში გვყავს პაციენტები, რომლებიც დადასტურებული კოვიდინფექციით იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში, რათა მათი ეგრეთ წოდებული ტრიაჟი განხორციელდეს – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში მედიკოსებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, პირველ რიგში აღნიშნული საკითხია გადასაჭრელი. 

„ის, რაც კრიტიკულია დღეს აჭარაში არის შემდეგი - გვყავს პაციენტები, რომლებიც დადასტურებული კოვიდინფექციით იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში, რომ მოხდეს მათი ე.წ. ტრიაჟი და შესაბამისი დიაგნოსტირების შემდეგ სტაციონარსა და სასტუმროებში გადანაწილება. მაქვს თხოვნა, შეხვედრის დასრულებამდე, თქვენთან შეთანხმებით გამოვაცხადოთ მეტი მობილიზაცია იმისთვის, რომ საგანგებო გადაუდებელი დახმარების ცენტრს მიეცეს საშაულება, მყისიერ რეჟიმში მოახდინოს ამ პაციენტების თქვენს საავადმყოფოებში შემოყვანა, რათა განხორციელდეს ამ პაციენტების დროული დიაგნოსტირება და შემდეგ მათი საავადმყოფოში განთავსება. მინდა, პირველ ეტაპზე ეს საკითხი გადავჭრათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system