თავში

აჭარაში კორონავირუსის 2,568 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

აჭარაში კორონავირუსის 2,568 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი
აჭარაში კორონავირუსის 2,568 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

აჭარაში კორონავირუსის 2,568 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ავრცელებს. მისი თქმით, გუშინ ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" აიღეს 806 ბიოლოგიური სინჯი, ბათუმში კი 1762. 

"შემიძლია მოგაწოდოთ ასეთი ინფორმაცია, გუშინ ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" აღებულ იქნა 806 ბიოლოგიური სინჯი, ბათუმში კი, კარვებსა და პოლიკლინიკებში 1762 ბიოლოგიური სინჯი. კვლევის შედეგები დღეს იქნება ცნობილი," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 20 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system