თავში

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება
აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევამ რომელიც დღეს დადასტურდა ე.წ.ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით ინფიცირებული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

"გუშინ დღის განმავლობაში ორივე ლაბორატორიაში 180 ნიმუში შევიდა, საიდანაც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. კორონავირუსით ინფიცირებულს ოჯახის გარდა, სხვა პირებთან კომუნიკაცია არ უფიქსირდება და შემხებლობაში მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ იყო. ამ წუთებში ინფიცირებული პირი კლინიკა "მედალფაში" გადაჰყავათ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 35 ინფიცირებული გვყავს, აქედან 15 შემთხვევის ირგვლივ კონტაქტები 530 პირია, მათ შორის 400-ს უკვე ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. ვეცდებით, რომ დარჩენილი კონტაქტირებული პირები გაიტესტონ. ან ეტაპზე, კლინიკა "მედალფაში" 38 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და ერთი განკურნებული პაციენტი, მათ შორის ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, დანარჩენების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system