თავში

აჭარაში კორონავირუსით 40 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით 40 წლის ქალი გარდაიცვალა
აჭარაში კორონავირუსით 40 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 4 პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტების ასაკი 40-დან 82 წალმდეა. 

მათი ინფორმაციით, 82 წლის ქალი, რომელიც საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა, კლინიკაში 18 ოქტომბერს შევიდა და 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. პაციენტის დიაგნოზი იყო ახალი კორონავირუსი, ლაბორატორიულად დადასტურებული, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, სომნოლენცია. პაციენტს ასევე ჯქონდა თანმხლები დააავადებები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. 

რაც შეეხება კიდევ ერთ გარდაცვლილს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა 62 წლის ქალი. პაციენტს ჰქონდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი. ასევე თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბერი ტიპი 2, სიმსუქნე.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 65 წლის ქალი, პაციენტი კლინიკაში 10 ოქტომბერს შევიდა და გუშინ გარდაიცვალა. დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: ფილტვის კიბო, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 40 წლის ქალი. პაციენტი კლინიკაში გვიან ღამით შევიდა და მომდევნო დღეს, საღამოს გარდაიცვალა. დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, თანდაყოლილი ცერებრული დამბლა. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 15 პაციენტი გარდაიცვალა. თბილისში გარდაიცვალა 7 პაციენტი, აჭარაში - 4, ქუთაისში - 2, გორში -1, მცხეთაში - 1. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system