თავში

აჭარაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატებაა

აჭარაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატებაა
აჭარაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატებაა

აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 128-ით გაიზარდა. შედეგად რეგიონში 900-მდე ინფიცირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. 

გუშინ რეგიონში 4000 "პისიარ" ტესტის კვლევა ჩატარდა. 

519 კლინიკებში, 377 კი კოვიდსასტუმროში მკურნალობს. ინფიცირებულთა შორის ისევ არიან მოზარდები და ორსულები.

პარალელურად, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 36 პირი, მათგან 34 კლინიკიდან გაეწერა, ორმა კი დატოვა კოვიდსასტუმრო. დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system