თავში

აჭარაში მოხუცთა სახლისა და თავშესაფრის 28 ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა

აჭარაში მოხუცთა სახლისა და თავშესაფრის 28 ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა
აჭარაში მოხუცთა სახლისა და თავშესაფრის 28 ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 250 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან 28 მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის ბენეფიციარია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებიდან და კოვიდ სასტუმროდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 ხანდაზმული დაბრუნდა. 

დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 10752-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5866-ს შეადგენს.

კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და სულ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 72 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system