თავში

აჭარის პოლიციის უფროსმა მაღალმთიანი სოფლის ერთადერთ მოსწავლეს ახალი წელი მიულოცა - PHOTO

აჭარის პოლიციის უფროსმა მაღალმთიანი სოფლის ერთადერთ მოსწავლეს ახალი წელი მიულოცა - PHOTO
აჭარის პოლიციის უფროსმა მაღალმთიანი სოფლის ერთადერთ მოსწავლეს ახალი წელი მიულოცა - PHOTO

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი, შვილთან - ნიკოლოზთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ნამონასტრევში 6 წლის ნიკუშა თურმანიძეს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.

პატარა ნიკუშა სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთი მოსწავლეა. იგი პოლიციელობაზე ოცნებობს. კონსტანტინე ანანიაშვილმა ბავშვს, სხვა საჩუქრებთან ერთად, პოლიციელის ფორმა გადასცა და პოლიციის ავტომანქანით გაასეირნა.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system