თავში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გახდა საჭირო, რადგან პირველი კენჭისყრის დროს ხმები სამ კანდიდატს შორის გაიყო. ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი ფირუზ ბოლქვაძემ, ერთიც მაია მერკვილაძემ.

კონკურსში სულ ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა. ესენი არიან: დავით ჩხარტიშვილი, შოთა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, მაია მერკვილაძე, ლაშა ზარგინავა, გიორგი კოხრეიძე, ფირუზ ბოლქვაძე, შოთა გუჯაბიძე და ნათია ზოიძე. ეს უკანასკნელი, ამ დრომდე მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. 

2019 წლის აპრილში მაშინდელი დირექტორი, ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system