თავში

აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა. 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბაუს საერთაშორისო ჰოსპიტალი ავრცელებს. 

"კორონავირუსმა ჩვენი კოლეგა, რადიოლოგი ნაირა სურმანიძე იმსხვერპლა. ჩვენი ნაირა. საუკეთესო პიროვნული თვისებებით გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი. ჩვენი გუნდის უდიდესი ტკივილი და დანაკლისი. 

COVID-19 მას 10 მაისს დაუდასტურდა და ამ ხნის განმავლობაში ქობულეთის ერთ-ერთ კოვიდ-კლინიკაში მკურნალობდა. 

ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system