თავში

აჭარული სამზარეულოს საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღებები დასრულდა

აჭარული სამზარეულოს საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღებები დასრულდა
აჭარული სამზარეულოს საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღებები დასრულდა

აჭარული სამზარეულოს ვიდეოგაკვეთილებისა და საპრომოციო კლიპის გადაღებები დასრულდა. პროექტის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა განახორციელა. 

მის ფარგლებში ცნობილმა შეფმზარეულებმა ადგილობრივ მზარეულებთან ერთად 10-მდე ტრადიციული აჭარული კერძი მოამზადეს და მათი თანამედროვე ვარიანტები მასტერკლასის სტუმრებს შესთავაზეს. შეხვედრაზე, რომელსაც მზარეულები, კვების ობიექტების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ, ტრადიციული კერძების სერვირებაზე, შეფუთვასა და მომხმარებელთან მიტანის სტანდარტებზეც ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოგაკვეთილები ფოტორეცეპტებთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების ონლაინპლატფორმაზე შემოდგომის ბოლოს განთავსდება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system