თავში

ადამიანებს მივცეთ საშუალება, თვითონ გაუმკლავდნენ ავადმყოფობას - იაგო ხვიჩია

ადამიანებს მივცეთ საშუალება, თვითონ გაუმკლავდნენ
ადამიანებს მივცეთ საშუალება, თვითონ გაუმკლავდნენ ავადმყოფობას - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერი დეპუტატი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ქვეყანაში მოქალაქეებს მკურნალობისა და ვაქცინაციის საშუალება საკუთარი გადაწყვეტილების ასაშუალებით უნდა მიეცეს. მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა, რაც იძულებას ემყარება ა არასწორია და ამის მაგალითად მწვანე პასპორტები და მის მიხედვით გამოწვეული შეზღუდვებია, რომელმაც მოქმედება 1-ლი დეკემბრიდან დაიწყო. 

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ბევრჯერ მთავრობის მიერ გაცხადებული პოლიტიკა არ აღმოჩნდა მართებული, რის გამოც საზოგადოებისთვის ანგარიში მათ ჩასაბარებელი აქვთ. 

"კრიზისიდან გამოსავლად მე ვერ ვხედავ იძულებას. როდესაც ვცდილობთ ადამიანს იძულებით თავს მოვახვიოთ გზა, რომელიც არ აღმოჩნდა მართალი. არ აღმოჩნდა ხშირად სტატისტიკები მართალი. ხშირად აცდენა იყო. მე არ გეუბნებით, რომ კოვიდი საშიში არ არის. ხშირად10-ჯერ და მეტჯერ საშიშია, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსი. 

თუმცა, იძულებას აზრი არ გააჩნია, შინაარსი არ გააჩნია. ყველა ჩვენი წინარე ისტორია გვაჩვენებს, რომ იძულებას არ გააჩნია შინაარსი მიუხედავად იმისა, რომ სულ იძულებები იძულებებზე იყო, სულ იზრდება ეს სტატისტიკა. როდის უნდა მივხვდეთ, რომ ეს არ არის სწორი მიმართულება. ადამიანებს მივცეთ საშუალება, თვითონ გაუმკლავდნენ ავადმყოფობას.

სიმსივნით ხომ ბევრი ადამიანი კვდება ზოგადად. მაგრამ ადამიანები ხომ თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას და ისე მკურნალობენ, როგორც თვითონ მიაჩნიათ სწორად. როგორც შეუძლიათ, როგორც ენდობიან თავიანთ ექიმებს და ა.შ. უამრავი შეცდომა ხდება ამ დროს, უამრავი ადამიანი იღუპება, მაგრამ ხომ არ ვძალადობთ იმის გამო, რომ ვინმემ შეცდომა არ დაუშვას, წინასწარ იძულებას ხომ არ ვახორციელებთ, რომ ვინმემ არ დაუშვას შეცდომა. ადამიანის პასუხისმგებლობაა ეს. საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა" , -განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system