თავში

გორში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

​გორში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გორში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკის- ლესელიძის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა გორთან ახლოს მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

მორიგე ექიმის დავით გასიტაშვილის განცხადებით, ერთ პაციენტს ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება, მეორეს კი - ტრავმული დაზიანებები.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული მუხლი ექვსიდან ათ წლამდე, თავისუფლების არკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system