თავში

ადამიანის დიაგნოზის ასე ფრიალი არის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება - ზურა სიხარულიძე

ადამიანის დიაგნოზის ასე ფრიალი არის პერსონალური ინფორმაციის
ადამიანის დიაგნოზის ასე ფრიალი არის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება - ზურა სიხარულიძე

ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზისა და მისთვის დანიშნული წამლების საჯაროდ განხილვის შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, აღნიშნული პრეპარატის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ სპეციალისტებმა კარგად იციან. პაციენტის დიაგნოზის საჯარო სივრცეში განხილვა კი მორალურ საზღვრებს ცდება. 

ზურა სიხარულიძე ამბობს, რომ ადამიანის ფსიქიატრიული დიაგნოზი უნდა იყოს დაცული.

"რამდენად სწორია ფსიქიატრის დანიშნულების ფარმაკოლოგიურ წამებათ გამოცხადება და წამლების რომელიც ფსიქიატრმადანიშნა იმათი ასე საჯაროდ განხილვისთვის გამოტანა, და წამლის მიერ რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ასეთი უნდობლობის დანერგვა!! და ვისაც ამ პრეპარატთან ჰქონდა შეხება კარგად იცის მისი დადებითი და უარყოფითი თვისებებიც და ნაკლებად სავარაუდოა ასეთი ნეიროლეფსიური სინდრომის აღმოცენება. არის მედიცინაში რაღაცა დახურული ინფორმაცია, რომელიც ვინც არ უნდა იყოს ის, მითუმეტეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ უნდა გახდეს საჯარო ელემენტარული სამედიცინო ეთიკაა ეს და მითუმეტეს, ასეთი სტიგმის შექმნა რომელიც ისედაც არ აკლია ფსიქიატრიას მისი ასე გაღრმავება! და ერთი მთავარი კიდე, ადამიანის დიაგნოზების ასეთი ფრიალი ვინც არ უნდა იყოს არის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროვება მითუმეტეს ფსიქიატრიული დიაგნოზის რომელიც უნდა იყოს დაცული. არ ვიცი ეს რა მოვლენასთან გვაქვს საქმე!!! რას ემსახურება ეს ყველაფერი! კი შეიძლება არის საჯარო ინტერესი მაგრამ არსებობს რაღაცა ეთიკა და პაციენტის უფლებები და ინფორმაციის დაცულობის ხარისხი! ეს არ არის კარგი რაც გაკეთეთ არააა!", - აცხადებს ზურა სიხარულიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system