თავში

ადიდებულმა მდინარემ ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო

ადიდებულმა მდინარემ ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო
ადიდებულმა მდინარემ ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო

რაჭას სტიქია უტევს. ადიდებულმა მდინარემ ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

,,ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყრდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება. ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად, დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები. კომპანიის ტექნიქური ბრიგადები მზადყოფნაში არიან, როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს", - აცხადებენ კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system