თავში

ადიგენის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება

ადიგენის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება
ადიგენის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება

ადიგენის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ვარხანს, აბასთუმანს, საღრძეს, ხარჯამს, წახანს, ხევაშენს, ბენარასა და უნწას უკვე რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდება.

მიზეზი კურცხანის სასმელი წყლის სისტემის დაზიანება გახდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებული სასმელი წყლის სისტემაზე სამუშაოები მიმდინარეობს თუმცა როდის აღუდგება 8 სოფელს სასმელი წყლის მიწოდება, ამ ეტაპზე უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system