თავში

"ადრეულ ეტაპზე მოვახდენთ ამ შტამის ამოცნობას" - ტიკარაძე

"ადრეულ ეტაპზე მოვახდენთ ამ შტამის ამოცნობას" - ტიკარაძე
ადრეულ ეტაპზე მოვახდენთ ამ შტამის ამოცნობას - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლი უნდა გაძლიერდეს. 

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი არ შემოვიდეს. 

ეკატერინე ტეკარაძის თქმით, ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზე, შესაბამისი ღონისძიება გატარდება.

"ამ ეტაპისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებზე მონიტორინგი და ტურისტების შემოდინება, მოხდეს მათი ტესტირება და კონტროლი იმისათვის, რომ არ შემოვიდეს შტამი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, გარდაუვალია ის ფაქტი, რომ ეს შტამი საქართველოში ოდესმე შემოვა, ვინაიდან, ყველა შტამი ცირკულირებს სხვადასხვა ქვეყანაში და ის შეიძლება არ შემოვიდეს რუსეთიდან, მაგრამ სხვა ქვეყნიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაფიქსირების შემთხვევაში, ძალიან ადრეულ ეტაპზე მოვახდენთ ამ შტამის ამოცნობას და შესაბამისი ღონისძიება გატარდება,"-აცხადებს მინისტრი. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4762 ფაქტი დაფიქსირდა.

გარდაიცვალა 43 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3953 ინფიცირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system