თავში

ადვოკატი: ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე პაროლი იყო შეცვლილი

ადვოკატი: ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე პაროლი იყო შეცვლილი
ადვოკატი: ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე პაროლი იყო შეცვლილი

"ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი,"- ამის სესახებ ტამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, ეს იყო მისი სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტა.

"ეს იყო მისი სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტა, რომელზეც ჩვენ ვესაუბრეთ და შემდეგი განმარტება მოგვცეს. უნდა გაუქმებულიყო, რადგან პიროვნების სამსახურიდან წასვლა როდესაც ხდება მისი ელექტრონული ფოსტაც უქმდება. გაუქმებასა და შეცვლას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

შესაბამისად, როდესაც უქმდება, მისი ელეტრონული ფოსტა უნდა გაუქმებულიყო. მანდ გაუქმება არ იყო, ელექტრონული ფოსტა იყო დარჩენილი, მხოლოდ მისი პაროლი იყო შეცვლილი. ჩვენ და გამომძიებელმაც მოითხოვა გადაამოწმონ ვისგან იყო პაროლი შეცვლილი," - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system