თავში

აფეთქება გლდანში - დაშავებულია 5 ადამიანი - PHOTO

აფეთქება გლდანში - დაშავებულია 5 ადამიანი
აფეთქება გლდანში - დაშავებულია 5 ადამიანი - PHOTO

გლდანში, ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას და ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, შემთხვევის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა. მათივე ცნობით, აფეთქებისას, ოჯახში ორი არასრულწლოვანი იყო.

"რამდენიმე წუთის წინ უყურადღებოდ, ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა გლდანში. ხუთი ადამიანი დაშავდა ამ შემთხვევის დროს. საბედნიეროდ ყველა გადარჩა. ოჯახში იყო ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

გთხოვთ მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახიᲡ და მეზობლების სიცოცხლეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system