თავში

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 206 ადამიანს ჩაიუტარდა. აქედან 66 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 129 პაციენტი მკურნალობს. 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა.

სულ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 5 798. გამოჯანმრთელდა 3 671 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system