თავში

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებს თბილისის მერი გამოეხმაურა

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებს თბილისის მერი გამოეხმაურა
აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებს თბილისის მერი გამოეხმაურა

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებს თბილისის მერი გამოეხმაურა და პირველი კომენტარი გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, ამ ტერიტორიის მითვისება მიზანმიმართულად ხდება და აქ მცხოვრებ ადამიანებს სახლები და მიწის ნაკვეთბი აქვთ.

" არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან იდგნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ. იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები, მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ წლების განმავლობაში მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახლები, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიწები", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დღეს დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system