თავში

აღნიშნულ ექიმს აცრის ჩატარების სერტიფიკატი არ აქვს - რეგულირების სააგენტო

აღნიშნულ ექიმს აცრის ჩატარების სერტიფიკატი არ აქვს - რეგულირების სააგენტო
აღნიშნულ ექიმს აცრის ჩატარების სერტიფიკატი არ აქვს - რეგულირების სააგენტო

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა. მათივე ცნობით, ექიმს, რომელიც იმუნიზაციას ახორციელებდა, შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია. 

„ექიმს, რომელმაც იმუნიზაცია ჩაატარა, არ აქვს აცრის ჩატარების სერტიფიკატი და ამასთან, შარშან გამოვლინდა მის მიერ სერტიფიკატების გაყალბების ფაქტები, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეც აღიძრა“, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system