თავში

"აღსრულდა სამართალი!" - დეკანოზი ილია

​"აღსრულდა სამართალი!" - დეკანოზი ილია
აღსრულდა სამართალი! - დეკანოზი ილია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სასულიერო პირი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და სახალხო დამცველის მეუფე იაკობთან შეხვედრას ეხმაურება.

"აღსრულდა სამართალი! როგორც იქნა ამდენი დავიდარაბისა და სკანდალების შემდგომ საქართველოს სახალხო დამცველს, ქ-ონ ნინო ლომჯარიას მიეცა კონსტიტუციური უფლებამოსილების აღსრულების შესაძლებლობა და ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შეუშვა ახალმა ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა და წმ. ნინოს ხატიც აჩუქა. რას ამბობს ახლა პუტინოიდი სპირიდონი, ჩემს გვამზე თუ გადავა და ისე შევაო ლომჯარია, რომ იმუქრებოდა, გვამია უკვე თუ რაშია საქმე?! აბა სადაა ფალავანდიშვილი და ვასაძე, "ელჭიპიტები" შევიდნენ ნინოწმინდაში, სპირიდონი გადაყენებულია, "დეიქცა ქვეყანა''!!", - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system