თავში

"აიცერი და მოიგეს" სუპერპრიზის 100 000 ლარის გამარჯვებული გამოვლინდა

"აიცერი და მოიგეს" სუპერპრიზის 100 000 ლარის გამარჯვებული გამოვლინდა
აიცერი და მოიგეს სუპერპრიზის 100 000 ლარის გამარჯვებული გამოვლინდა

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია "აიცერი და მოიგე" დასრულდა. 31 დეკემბერს გათამაშება საზოგადოებრივი მაუწყების ეთერში გაიმართა. 100 000 ლარი ბათუმში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა, ანამ მოიგო, რომელთან დაკავშირებთ დამატებით ინფორმაციას საქართველოს ლატარიის კომპანია ამ დრომდე არ ასაჯაროებს. დოლურაში 1.3 მილიონი ადამიანის მონაცემი იყო მოთავსებული. გათამაშებას "აიცერი და მოიგეს" სპიკერი ქეთევან ხუციშვილი და იმუნოლოგი თენგიზ ცერცვაძე ესწრებოდნენ. 

"აიცერი და მოიგეს" გათამაშება 2021 წლის სექტემბერში დაიწყო, გასული პერიოდის განმავლობაში მან მოგების სახით 2.7 მილიონი ლარი გასცა, ფულადი პრიზები 17 055-მა ადამიანმა მიიღო. ლატარია ყოველდღე 150 ერთეულ 100 ლარს და 10 ერთეულ 500 ლარს ათამაშებდა. კვირაში ერთხელ თამაშდებოდა 9 ერთეული 1 000 ლარი; 4 ერთეული 1 500 ლარი; 3 ერთეული 5 000 ლარი და ერთი 10 000 ლარი, 31 დეკემბერს კი 100 000 ლარი გათამაშდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system