თავში

აიცრებიან თუ არა ავიასექტორში დასაქმებულები

აიცრებიან თუ არა ავიასექტორში დასაქმებულები
აიცრებიან თუ არა ავიასექტორში დასაქმებულები

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეკომენდაციით, ავიაციაში დასაქმებული პირები COVID-ვაქცინაციის პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტულ კატეგორიად უნდა იყვნენ მიჩნეულნი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობს სხვადასხვა უწყებრივ ფორმატში, თუმცა ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს, არადა, ავიაციაში დასაქმებული პირების COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტულ კატეგორიად ჩასმის რეკომენდაცია IATA-მ ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში გასცა.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებებით 2021 წლის 15 მარტიდან იცრება სამედიცინო პერსონალი, ხოლო 25 მარტიდან  65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system