თავში

"ახალ შტამთან დაკავშირებით გაჩნდა ასეთი ვერსია..." - მაია ბუწაშვილი

"ახალ შტამთან დაკავშირებით გაჩნდა ასეთი ვერსია..." - მაია ბუწაშვილი
ახალ შტამთან დაკავშირებით გაჩნდა ასეთი ვერსია... - მაია ბუწაშვილი

მთელ რიგ ქვეყნებში ახალი შტამით ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და საბედნიეროდ ჯერჯერობით ინფორმაცია მის უფრო რთულ მიმდინარეობაზე და გაზრდილ სიკვდილობაზე არ ვრცელდება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

როგორც ბუწაშვილმა აღნიშნა, სწრაფი გავრცელების მიუხედავად, ერთ-ერთი ვერსიით აღნიშნული შტამით ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება.

„ახალ შტამს, „ომიკრონს“ გავრცელების სისწრაფე და ხარისხი მეტად მაღალი აქვს და ეს ყველა ახალ მუტაციას ახასიათებს - მის წინამორბედზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ექიმები (ვისაც უკვე გამოცდილება აქვს ამ პაციენტებთან) გვამშვიდებენ, რომ ამ ახალ შტამს უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობა და მაღალი ლეტალობა არ აქვს. გაჩნდა ის ვერსიაც, რომ ეს შტამი ბევრად ეფექტურად ვრცელდება და მოსახლეობის დიდ ნაწილს მოიცავს, თუმცა ჰოსპიტალიზაციის პროცესი არის დაბალი. მთელ რიგ ქვეყნებში ახალი შტამით ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და საბედნიეროდ ჯერჯერობით რაღაც ისეთი ინფორმაცია მის უფრო რთულ მიმდინარეობაზე და გაზრდილ სიკვდილობაზე არ ვრცელდება“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system