თავში

ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ნაპოვნია - მომხდარის დეტალები

ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ნაპოვნია - მომხდარის დეტალები
ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ნაპოვნია - მომხდარის დეტალები

მყვინთავებმა ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილი ოთხი დღის წინ მცხეთაში მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა საიდანაც მისი კვალი გაქრა.

არსებული ინფორმაციით, 18 ივნისის საღამოს გიორგი მეგობართან ერთად მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში მეგობრის დაბადების დღეზე გაემგზავრა, თან მობილური არ ჰქონია. 

ირკვევა, რომ წვეულებაზე ის გვიან ჩავიდა, საერთო სამეგობრომ შეკრება თბილისთან ახლოს გადაწყვიტა და ბინაც იქირავეს.

სუფრასთან თბილისის ორი უბნიდან მიწვეული ახალგაზრდები ისხდნენ და სავარაუდოდ მალევე კონფლიქტიც დაიწყო. გიორგი თავიდან კონფლიქტში არ მონაწილეობდა, ის სიტუაციას გაერიდა. 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები გვიან დაიშალნენ. სუფრასთან მყოფი ადამიანების ნაწილი კონფლიქტს გაერიდა, ისინი თბილისში მანქანით დაბრუნდნენ, გიორგი შაქარაშვილს და იქ დატოვებულ კიდევ ოთხ მეგობარს, დალოდებას ან ტაქსის გამოძახებას ურჩევდნენ. 

19 ივნისს ახალგაზრდა ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 

20 ივნისს მიიღეს გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნის და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

მომხდარიდან ამ დრომდე მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები.

ფეხბურთელის ბიძა ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ ჯერჯერობით რაიმე რეალური შედეგი არ არსებობდა, თუმცა არსებობდა რამდენიმე ვერსია. 

"ვერსიის სახით გაჟღერდა, რომ კონფლიქტური ვითარება იყო, თუმცა ის, რომ კონფლიქტის შედეგად შეიძლებოდა რაიმე შედეგი ყოფილიყო, ყველაზე ნაკლები ალბათობით იხილება,"- ამბობდა დღეს დილით გარდაცვლილის ბიძა.

მაშველებთან ერთად სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ შაქარაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები.

ცხედარი 4 დღის შემდეგ, წყალში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system