თავში

ახალგაზრდა ილუზიონისტი ლიფტის შახტაში ჩავარდა - მდგომარეობა კრიტიკულია

ახალგაზრდა ილუზიონისტი ლიფტის შახტაში ჩავარდა - მდგომარეობა კრიტიკულია
ახალგაზრდა ილუზიონისტი ლიფტის შახტაში ჩავარდა - მდგომარეობა კრიტიკულია

სოციალურ ქსელში განსაცდელში მყოფი ახალგაზრდა ბიჭის, 27 წლის ფსიქოლოგისა და ილუზიონისტის ავთანდილ გოგეშვილის მეგობრები გაერთიანდნენ და მის დახმარებას ცდილობენ. ეს ავთოს ერთ-ერთი მეგობრის, მერი კაჭარავას პოსტია:

"ეს ავთოა. მე ბევრი მეგობარი არ მყავს. ავთო კი ჩემი მეგობარია.
დიდი ხნის წინ ქართულ-ამერიკულის „გამანაწილებელმა ქუდმა“ ჰუმანიტარებში რომ გვიკრა თავი, მაშინ გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ უნივერსიტეტის „გამანაწილებელმა ქუდმა“ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გადაგვისროლა და აქამდე მოვედით. „ცისფერი მთების“ ჩვენების ყოველწლიურ ტრადიციაშიც მალევე გამრია და ყოველდღიური მეტყველება ფილმის ფრაზებად დამიკონვერტირა.
თუკი ერთხელ მაინც გინახავს ავთოს სასწაული, ჯადოსნური უნარები, გულგრილი ვერ დარჩებოდი. დღეს კი მას ჩვენი თანადგომისა და ერთიანობის სასწაული სჭირდება. ავთო ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდა და მძიმედ დაშავდა. მრავლობითი მოტეხილობები და ხერხემლის ძლიერი დაზიანება აქვს, რაზეც ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ავთოს მდგომარეობა დღეს კრიტიკულია.
ავთოს საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად უზარმაზარი ფინანსებია საჭირო, რისთვისაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ავთოს გამოჯანმრთელება თქვენს თანადგომასა და გულისხმიერებაზე, საზღვარგარეთ დროულ გადაყვანასა და მკურნალობაზეა დამოკიდებული.
გადავარჩინოთ ყველასთვის ძვირფასი და ნიჭიერი ადამიანი!
გადავარჩინოთ მეგობარი!
ჩვენ მალე ისევ ვუყურებთ ერთად „ცისფერ მთებს“!
მიმღების ანგარიში:
#GE42TB7127345061100067 თიბისი ბანკი
#GE08BG0000000528108727 - საქართველოს ბანკი
მიმღების სახელი: ANA GOGESHVILI
", - წერს მერი კაჭარავა Facebook-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system