თავში

ახალი ინფიცირებული 7 პაციენტიდან ერთი 15 წლის მოზარდია

ახალი ინფიცირებული 7 პაციენტიდან ერთი 15 წლის მოზარდია
ახალი ინფიცირებული 7 პაციენტიდან ერთი 15 წლის მოზარდია

ახალი ინფიცირებულებიდან, ვისაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთი 15 წლის ბავშვია. მოზარდი, სამ პირთან ერთად თბილისის ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული ახალი კლასტერის წევრია. 

„ჩვენს კლინიკაში გამოვლინდა 4 ახალი ინფიცირებული და აჭარაში 3, მათ შესახებ არაფერი არ ვიცი. რაც შეეხება 4 ახალ ინფიცირებულს, ეს არ არის შიდა გადაცემა, ისინი არიან ამერიკიდან ჩამოსულები, ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა. მათი ზოგადი მდგომაროება ამ დროისთვის არ არის მძიმე მომავალში ჩატარდება გამოკვლევები და დაენიშნებათ მკურნალობა. ახალი შემთხვევების კავშირები გამოიკვლევა, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ მანამდეც. ყველანი საშუალო ასაკის არიან ერთი შედარებით ახალგაზრდა,15 წლის ბავშვია,“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტებიდან 4 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას, სამი კი ბათუმის კლინიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system