თავში

ახალი შტამების გამო ამირან გამყრელიძე შემთხვევების ზრდას პროგნოზირებს

ახალი შტამების გამო ამირან გამყრელიძე შემთხვევების ზრდას პროგნოზირებს
ახალი შტამების გამო ამირან გამყრელიძე შემთხვევების ზრდას პროგნოზირებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, აგვისტოში გლობალურად ისევ დაიწყოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა. 

შემთხვევების შესაძლო ზრდას გამყრელიძე ახალ, მუტირებულ შტამებს უკავშირებს.

„გლობალური პროგნოზი ასეთია, რომ გლობალურად შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით მოიკლებს. არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ ისევ დაიწყოს, როგორც ევროპაში, ისე გლობალურად შემთხვევების ზრდა. ძირითად ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე. ამიტომ, ყველგან, სადაც შემსუბუქებები მიმდინარეობს, მეტი ყურადღებაა რეკომენდაციების დაცვაზე, პირველ რიგში, პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და მეტი აცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system