თავში

ახალციხეში არქივის ფონდი რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდა

ახალციხეში არქივის ფონდი რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდა
ახალციხეში არქივის ფონდი რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდა

ახალციხეში საარქივო დოკუმენტები თანამედროვე სტანდარტის შესაბამის საცავებში განთავსდება. არქივის ახალი შენობა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მხარის გუბერნატორთან, ბესიკ ამირანაშვილთან და ეროვნული არქივის ხელმძღვანელთან თეონა იაშვილთან ერთად გახსნა. 

შენობა, სადაც არქივის ფონდი განთავსდა, 1962 წელს არის აგებული. მის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით 3-სართულიანი არქივსაცავი აშენდა, რომელიც არსებულ შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდა. 

ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების აქ დაცულ 140 000-მდე საარქივო საქმეს ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები დაემატება და საქმეთა რაოდენობა 240 ათასს გადააჭარბებს. 

შენობა სრულად აღიჭურვა გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით. მოქალაქეთათვის მოეწყო სამკითხველო დარბაზი, კეთილმოეწყო ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system