თავში

"ახლა, როგორც არასდროს" - NCDC განცხადებას ავრცელებს

"ახლა, როგორც არასდროს" - NCDC განცხადებას ავრცელებს
ახლა, როგორც არასდროს - NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 

NCDC "ომიკრონის" შტამთან საბრძოლველად ვაქცინის "ბუსტერ" დოზის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"COVID -19- ის ახალი შტამის ომიკრონის გამოჩენამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა "ბუსტერ" დოზის აუცილებლობა. ახლა, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია იმუნური დაცვის გაძლიერება.

სწორედ ამიტომ, დღეს იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანხმადაც ორშაბათიდან ბუსტერ დოზის გაკეთების ინტერვალი ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სამ თვემდე მცირდება.

გადადი ჩვენს ვებ გვერდზე და გაიგე მეტი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გაიკეთოს ბუსტერ დოზა რომელი ვაქცინით და როდის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system